ისტორია



ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება. 

მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი დაილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,ერისიონმა,’’.

თემის განხილვა

ქართული ხალხური ცეკვები, მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურს წარმოადგენს,რომელიც მაყურებელთათვის მარტო გართობისა და სიამოვნების მინიჭების საშუალება არ არის.მასში,როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ფენომენში იკითხება ეროვნული სული.ქართველი კაცის ხასიათ,ტემპერამენტი,ნიჭიერება,სიმამაცე,ფიზიკური და სულიერი სიძლიერე.
  ეს მშვენიერი და ამაღელვებელი ცეკვები წარმოადგეს საქართველოს ისტორიებს,ტრადიციებს,კულტურას,რომელიც გასაოცარ შთაბეწდილებას ტოვებს მნახველებს. 
   ქართული ცეკვა ერთ-ერთი საუკეთესო ცეკვაა მსოფლიოში. ქართველებს არაერთი კონცერტი აქვთ ჩატერებული მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.  ქართული ნაციონალური ანსამბლის სათავეში ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი იდგა. 
                   


                   

მათი დაუღალავი შრომის წყალობით ქართულმა  ცეკვებმა არაერთ ქალაქში მოიპოვა აღიარება.სახელმწიფო ანსამბლს უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს ქვეყნებში.ერთ-ერთი კონცერტი,რომელიც მათ ჩაატარეს იყო დანიაში,სამეფო თეატრში,რომელიც შეიძლება ითქვას საუკეთესო იყო.დანიელებმა ქართული ცეკვის ხილვის შემდეგ ვერ მოახერხეს ემოციის დამალვა.როგორც ცნობილია სამეფო თეატრს აქვს წესები,რომელთა დარღვევა აკრძალულია,მაგრამ ქართველების არაჩვეულებრივი გამოსვლის შემდეგ ეს წესები დაირღვა.ეს გასაკვირი არცაა,რადგან როდესაც ქართველები გამოდიან რთულია დამალო ემოცია და არ გამოხატო ის ემოცია და გრძნობები,რომელიც ცეკვის ხილვის დროს უჩნდება ადამიანს.
ქართულმა ცეკვებმა არაერთი მაყურებელი დატოვა მოჯადოვებული,აღფრთოვანებული.ქართულ ცეკვებში გამოხატული ყველა ის თვისება,რომელიც ქართველ ადამიანს ახასიათებს.
დაბოლოს,ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თამამად შეიძლება იმის თქმა,რომ ქართველები ნიჭიერები არიან და მათ შეუძლიათ დაიპყრონ მსოფლიო...